ღამით აქციაზე დაშავებულების ნაწილი ამ დრომდე კლინიკებში რჩება. მოქალაქეთა უმეტესობას დაჟეჟილობები და მოტეხილობები აღენიშნებათ. რიგ შემთხვევებში ქირურგიული ჩარევაც გახდა საჭირო. აქციაზე დაზარალებულები იმყოფებიან კავკასიის მედიცინის ცენტრში და ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში.
როგორია დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა – თამუნა ნადარეიშვილი დეტალებით.