დაშავებულ პოლიციელებს კლინიკებიდან დღეს გაწერენ

პოლიციელებს, რომლებიც 18 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე  დაშავდნენ, კლინიკებიდან, სავარაუდოდ დღეს გაწერენ.

ერთ-ერთს ოპერაცია  ჩაუტარდა. ექიმის განცხადებით,  მოხდა ცხვირის დაზიანებული ფრაგმენტების ფიქსაცია და დაშავებული პალატაშია გადაყვანილი. რაც შეეხება მეორე დაშავებულ პოლიციელს, ის გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში რჩება. მას ჭრილობა ხელში აქვს. სულ აქციის მსვლელობისას 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 აქციის მონაწილე, რომლებმაც კლინიკა დატოვეს.