ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ სანქციების დაწესების მოთხოვნას და სასანქციო პოლიტიკას ეხმაურებიან ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ გაფართოვდება როგორც დასასანქცირებელთა სია, ასევე იმ ქვეყნების რაოდენობა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წევრებს სანქციებს დაუწესებს. საწინააღმდეგოს აცხადებენ უმრავლესობაში, სადაც მიაჩნიათ, რომ გადაწყვეტილებები უსამართლოა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ესტონეთის პარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება მიიღო, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, დააწესონ სანქციები იმ ქართველი პოლიტიკოსებისა და ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც მშვიდობიანი აქციების ძალადობრივ დაშლასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დევნაში მონაწილეობენ.