მძიმე ღამის შემდეგ, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კვლავ უკრაინაა. საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებაზე მსჯელობს, განიხილება რუსეთის „სვიფტის“ პროგრამიდან გარიცხვაც, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტს, რუსეთის სამხედრო გემებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ჩაკეტვისთვის მადლობას უხდის.
საქართველოს მთავრობამ ომის პირობებში მყოფი უკრაინის დასახმარებლად სარეზერვო ფონდიდან მილიონი ლარი გამოყო. ქართული მხარე უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს გაერო-სა და ევროსაბჭოშიც, მართალია, რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში მომზადებული რეზოლუცია დაბლოკა, თუმცა საქართველოს მხარდაჭერის შედეგად, რუსეთს ევროსაბჭოში წარმომადგენლობითი უფლება შეუწყდა.
საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ეხმარება ტურიზმის ადმინისტრაციაც. ამ დროისთვის სხვადასხვა სასტუმროში რამდენიმე ათეული უკრაინელი ტურისტია გადანაწილებული. ამოქმედებულია ტურიზმის ადმინისტრაციის ცხელი ხაზიც, რომელზე დარეკვა დახმარების მისაღებად საქართველოში მყოფ უკრაინის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. მათ საცხოვრებლით და საკვებით უზრუნველყოფენ.
დეტალებს თამარ წიკლაური გიამბობთ.