დასაქმების სააგენტოს ანგარიში

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა სააგენტოს საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტოს დაგეგმილი აქვს ქვეყნის მასშტაბით დასაქმების ხელშეწყობის სერვისებისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ასევე, შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის განახლება და განვითარება. სააგენტო ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავებასაც გეგმავს.