დასაქმების მაჩვენებელი

12:23, 19.08.2026

2026 წლის მეორე კვარტალში, საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.5 %-იანი პუნქტით შემცირდა და 13.8 % შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ამავე პერიოდში, უმუშევრობა ქალაქებში თითქმის 2 %-ით შემცირდა, სოფლებში კი – 1.3 %-ით გაიზარდა. ტრადიციულად, უმუშევრობის დონე მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქალების 11%-ა უმუშევარი, იგივე მაჩვენებელი კაცებში კი 16 %-მდეა.

მსგავსი