დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო

უმუშევრობის პრობლემის დაძლევაზე მალე ახალი უწყება იზრუნებს.

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროს დაექვემდებარება. სწორედ ამ სააგენტოში მოიყრის თავს ყველა ის მექანიზმი, რომელიც სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების დასასაქმებლად არის შექმნილი. გეგმაშია უკვე არსებული გადამზადების პროგრამების გააქტიურება, უმუშევართა ელექტრონული ბაზის გაფართოება და სამუშაოს მაძიებლებისთვის მთელი რიგი პროცედურების გამარტივება. ახალი სააგენტო ახალი წლიდან ამოქმედდება.

მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, როგორ დაეხმარება უწყება სამსახურის მაძიებლებს სასურველი ვაკანსიების მოძიებაში.