დასაქმების ხელშემწყობი ფორუმები

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტომ, ქვეყნის მასშტაბით წელს ხუთი ფორუმი გამართა, მათ შორის პროფესიონალ იურისტთა დასაქმების ფორუმი, რომლის შედეგადაც რამდენიმე პროფესიონალი უკვე დასაქმდა. ასევე მასშტაბური ფორუმი გაიმართა ოზურგეთში. მიმდინარეობს სტაჟირების პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა დამსაქმებელთან 26 ხელშეკრულებაა გაფორმებული და რამდენიმე კომპანიაში, პროგრამაში 142 სტაჟიორია ჩართული. სტაჟირება ერთიდან 6 თვემდე პერიოდს მოიცავს და ამ პერიოდის განმავლობაში, სტაჟიორები 400 ლარის ანაზღაურებას იღებენ. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო თბილისსა და 10 რეგიონშია წარმოდგენილი და იგეგმება, რომ მისი მომსახურება ყველა მუნიციპალიტეტში იყოს წარმოდგენილი. სააგენტოსთვის მიმართვა შეუძლია დასაქმების ნებისმიერ მსურველს, თუმცა უპირატესობა ისეთ მოწყვლად ჯგუფებს ენიჭება, როგორიცაა შშმ პირები, მრავალშვილიანი დედები, სოციალურად დაუცველები და ა. შ.