დასაქმების ფორუმი თელავში

დასაქმების ერთდღიანი ფორუმი გაიმართება 7 დეკემბერს თელავის ისტორიულ მუზეუმში.

მიმდინარე წელს ეს ქვეყნის მასშტაბით მეთორმეტე ფორუმია და აღმოსავლეთ საქართველოს მოიცავს. დასაქმების ფორუმში ჩართვის სურვილი უკვე 30-ზე მეტმა მსხვილმა კომპანიამ გამოთქვა. დამსაქმებლები შრომის ბაზარზე აქტიურ ვაკანსიებს წარმოადგენენ. კერძო სექტორი დამსწრეებს თავისუფალ სამუშაო ადგილებს მომსახურების, გაყიდვების, სამშენებლო, ტურიზმის, საბანკო და სადაზღვევო სფეროებიდან გააცნობს.