დასაქმების ფორუმი თელავში

სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართა.

სამუშაოს მაძიებლებს 30-ზე მეტმა დამსაქმებელმა 500-მდე ვაკანსია შესთავაზა. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმის, წარმოების და სხვა სფეროებს მოიცავდა. სამუშაოს მაძიებლებს საშუალება ჰქონდათ, ერთ სივრცეში ერთდროულად გაცნობოდნენ სხვადასხვა შეთავაზებას. დასაქმების ფორუმი წელს მეათედ გაიმართა. პროგრამის ფარგლებში სულ 1332 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის 84 შშმ პირი დასაქმდა.