დასაქმების ფორუმი თბილისში

თბილისში ლტოლვილებისთვის დასაქმების ფორუმი იმართება.

ფორუმზე ვაკანსიები 27-მა კომპანიამ წარმოების, სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, ხელოვნების და სხვა დარგებიდან წარმოადგინა. დასაქმების მაძიებლები ირანის, ერაყის, უკრაინის და სხვა ქვეყნებიდან ლტოლვილები, ასევე საქართველოში დაბრუნებული ქართველი მიგრანტები არიან. პროექტის მიზანია, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ინტეგრაცია საქართველოში.