დასაქმების ფორუმი

ბათუმში დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს.

დასაქმების მსურველებს საშუალება აქვთ პირისპირ გაესაუბრონ პოტენციურ დამსაქმებლებს. ფორუმში მონაწილეობს 20-მდე მსხვილი დამსაქმებელი, რომლებმაც 400-მდე ვაკანსია წარმოადგინეს. დასაქმების ფორუმს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან ერთად მართავს. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, ფორუმის მონაწილეებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ყველა იმ პროგრამისა და სერვისის შესახებ, რომელსაც სახელმწიფო სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებელს სთავაზობს.