დასაქმების ფორუმი

12:22, 12.12.2018

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც 40-ზე მეტმა დამსაქმებელმა მიიღო მონაწილეობა.

კერძო და საჯარო სფეროს წარმომადგენელმა კომპანიებმა და ორგანიზაციებმა სტუდენტებს სტაჟირების, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობა გააცნეს.

დასაქმების ფორუმი, რომელიც თსუ-ში უკვე მეხუთედ ტარდება, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, პირადად შეხვდნენ და გაესაუბრონ მათთვის სასურველი კომპანიებისა და ორგანიზაციების ადამიანური რესურსების განყოფილებების წარმომადგენლებს და მიიღონ ინფორმაცია საკადრო საჭიროებებზე.

მსგავსი