დასაქმების ფორუმი
დასაქმების ფორუმი გაიმართა ტყიბულში საქნახშირის ინიციატივით. წარმოდგენილი იყო ვაკანსიები სამთო-მოპოვებით სფეროში, 14 სპეციალობით, რომლებიც მიწისქვეშა სამუშაოების მიმართულებას მოიცავს. კომპანიაში დასაქმების მსურველებს, რეგისტრაციის გავლა წინასწარაც შეეძლოთ. მონაწილეების ნაწილმა ადგილზე შეავსო განაცხადები მათთვის საინტერესო პოზიციებზე, ასევე გაეცნენ დასაქმების პირობებს და უშუალოდ შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს. აღნიშნა რომ ფორუმის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა და სამთო-მოპოვებით სფეროში კადრების მოზიდვაა.