დასაქმების ფორუმი

18:40, 22.10.2026

დასაქმების ფორუმი გაიმართა ახალციხეში. მონაწილეობა 200-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა მიიღო. წარმოდგენილი იყო 30-მდე კომპანია, 200-ზე მეტი ვაკანსიით. ვაკანსიები, სხვადასხვა სფეროს მოიცავდა, მათ შორის მომსახურების, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის, დისტრიბუციის, მრეწველობის, ფინანსების, საოფისე საქმიანობის, ფარმაციისა და განათლების მიმართულებებს. ღონისძიებას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

მსგავსი