დასაქმების ფორუმი

15:27, 06.10.2026

ჭიათურაში დასაქმების ფორუმი გაიმართა. „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ ინიციატივით, ფორუმზე წარმოდგენილი იყო ღია ვაკანსიები სამთო-მოპოვებითი სფეროს 15 სპეციალობით, რომლებიც მიწისქვეშა სამუშაოების მიმართულებას მოიცავს. ფორუმის ფარგლებში, სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე შეევსოთ განაცხადი მათთვის საინტერესო პოზიციებზე, ასევე გაეცნენ დასაქმების პირობებს და უშუალოდ შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს. ჭიათურაში სამთო-მოპოვებით სამუშაოებს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ წარმართავს.

მსგავსი