ზესტაფონში დასაქმების ფორუმი გაიმართა, სადაც ვაკანსიები რამდენიმე მიმართულებით იქნა წარდგენილი, მათ შორის ინჟინერია, ელექტრომონტაჟი, ტექნიკური პერსონალი, ლაბორატორია და სხვა. ფორუმის ორგანიზატორი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზია“. ფორუმის ფარგლებში, კომპანიაში დასაქმების მიზნით, წინასწარი რეგისტრაცია 500-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა. ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს საშუალებას აძლევს უშუალოდ შეხვდნენ დამსაქმებელს და საკუთარი წვლილი შეიტანონ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისა და რეგიონის წინსვლაში.