დასაქმების ფორუმები და კადრების დეფიციტი

რამდენად ეფექტურია უმუშევრობის პრობლემასთან ბრძოლაში შესაბამისი ფორუმების მოწყობა. ირკვევა, რომ წელიწადში რამდენჯერმე გამართული შეხვედრის მიუხედავად, ბიზნესი საჭირო კადრების მოძიებას მაინც ვერ ახერხებს. კომპანიები, რომლებიც დასაქმების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ფორუმებში მონაწილეობენ, მიზეზად სამსახურის მაძიებელთა შეუსაბამო მოთხოვნებს და მოლოდინს ასახელებენ. თავის მხრივ ფორუმებზე შეთავაზებული ვაკანსიების მიმართ დაბალ მოთხოვნას მათთვის მიუღებელი პირობებით და ანაზღაურებით ხსნიან უმუშევარი მოქალაქეები. გამოწვევასთან საბრძოლველად დასაქმების სააგენტო სამსახურის მაძიებლებს სპეციალურ კონსულტაციებს სთავაზობს.