დარტყმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა“ – ეს განცხადება დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გააკეთა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავდასხმა ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის ფორდოზე, ნათანზსა და ისპაჰანზე განახორციელა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, შეტევა „B-2“ ტიპის ბომბდამშენებით, ე.წ. მძიმე ბომბებით განხორციელდა, რაც „ბუნკერის ამფეთქებლის“ სახელითაცაა ცნობილი. აღნიშნულ ფაქტს ირანის მაღალჩინოსნები გამოეხმაურნენ და აშშ-ი გაერო-ს წესდების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულეს. პარალელურად, განცხადება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმების შემდეგ ობიექტების გარეთ რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა.

რა ვითარებაა ადგილზე ახლა და როგორია გამოხმაურება? –  ქეთი ჩოხელის ჩართვა #მოამბე