„დარისპანის გასაჭირი“ მსჯავრდებულების მონაწილეობით
№16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მონაწილეობით, მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“ წარმოადგინეს. პენიტენციურ დაწესებულებაში სპექტაკლზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. წარმოდგენის რეჟისურა, მუსიკალური და მხატვრული გაფორმება, ასევე, რეკვიზიტები თავად მსჯავრდებულებმა შექმნეს.
ერთმოქმედებიან სპექტაკლში 12 მსჯავრდებული და 6 პროფესიონალი მსახიობი მონაწილეობს. წარმოდგენის დასრულების შემდეგ, მსჯავრდებულებს საქართველოს საპატრიარქოსგან საჩუქრად ჯვრები და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხელმოწერით სიგელები გადაეცათ.