„დარისპანის გასაჭირი“ ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე
„დარისპანის გასაჭირის“ თანამედროვე ინტერპრეტაცია ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე. დასმა 147-ე სეზონი დავით კლდიაშვილის ნაწარმოების ახლებური პრემიერით გახსნა. რეჟისორმა გიორგი კაშიამ ძველი და ახალი თაობის მსახიობებს ქართული თეატრის სცენაზე არაერთხელ დადგმული სცენარის სხვაგვარი ხედვა შესთავაზა. კარგად ნაცნობ მსახიობებთან ერთად, „დარისპანის გასაჭირის“ ემოცია მაყურებლამდე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმაც მიიტანეს. ივნისამდე ბათუმის დრამატულ თეატრში 7 პრემიერაა დაგეგმილი.