დარიცხვის ახალი მეთოდი - სემეკის გადაწყვეტილება

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის ანაზღაურების სქემა იცვლება. ნეტო აღრიცხვის სისტემას, ნეტო დარიცხვის სისტემა ჩაანაცვლებს. შესაბამისად მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელისთვის არსებული შეღავათი გაუქმდება. თუ აქამდე მომხმარებელს ქსელში გამომუშავებული ჭარბი ენერგიის შენახვის და სამომავლო გამოყენების უფლება ჰქონდა, ნეტო დარიცხვის სისტემის ამუშავების შემდეგ ელექტროენერგიის გაყიდვა სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით მოხდება. მარეგულირებელი განსაზღვრავს ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ანაზღაურების პირობებსაც.

შალვა სუმბაძე არკვევდა რას უკავშირდება ცვლილებები და როგორ აფასებენ რეგულაციას ენერგო სექტორის წარმომადგენლები.