დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა

პარლამენტში კიდევ ერთი სადავო კანონპროექტის განსახილველად ემზადებიან.

კომუნიკაციების კომისიის მიერ ინიცირებულ ცვლილებებზე დარგობრივი ეკონიმიკის კომიტეტში იმსჯელებენ, სადაც პარასკევს პოზიციების შეჯერება ვერ მოხდა და სხდომა გადაიდო. საქმე ეხება ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში დაანონსებულ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, თუ  ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია კომუნიკაციების კომისიის მიერ მითითებულ დარღვევას არ ასწორებს და მისი გადაწყვეტილების აღსრულება ვერ ხდება, კომისიას კანონდამრღვევ კომპანიაში დროებითი მმართველის დანიშვნა შეუძლია. სწორედ ამ ჩანაწერს აპროტესტებენ ელექტრონული კომუნიკაციების ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებმაც საკუთარი შენიშვნები გუშინ პარლამენტის თავმჯდომარეს გააცნეს.

ნოდარ ჩაჩუა განაგრძობს საუბარს პარლამენტიდან.