დარღვევები სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისას

სტანდარტების დარღვევით ტრანსპორტირებული სამშენებლო მასალები და დაზიანებული ინფრასტურუქტურა – მიმდინარე აქტიური მშენებლობები დედაქალაქში არაერთ პრობლემას ქმნის. მათ შორის ხშირია შემთხვევები, როდესაც სამშენებლო მასალების დარღვევებით გადატანისას რეაბილიტირებული ქუჩები ზიანდება, შესაკეთებლად კი თბილისი ბიუჯეტიდან საჭირო ხდება დამატებითი თანხის გამოყოფა. ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად ბეტონმზიდების მიერ დაღვრილი თხევადი მასა და დაზიანებული ასფალტის საფარი სახელდება. სანქციების არსებობის მიუხედავად საკითხი ამ დრომდე გამოწვევად რჩება. არ არის გამორიცხული უახლოეს მომავალში, მსგავს დარღვევებზე ჯარიმები კიდევ უფრო გამკაცრდეს.