დარღვევები სამედიცინო დაწესებულებებში

დეზინფექციის და სტერილიზაციის ნორმების დარღვევა საავადმყოფოებში და ექიმების ულიცენზიოდ მუშაობს ფაქტები.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გაუფრთხილებელი შემოწმების შედეგად კლინიკებში საგანგაშო მდგომარეობა გამოავლინა. 95 კლინიკაში ჩატარებული მონიტორინგის შემდეგ, 38 დაწესებულებაში მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა.

თუ სამედიცინო დაწესებულებები ვითარებას უმოკლეს დროში არ გამოასწორებენ, სასამართლო მათთვის ლიცენზიის შეჩერებაზე იმსჯელებს.

ქვეყნის მასშტაბით ჯამში 3000-მდე კლინიკის შემოწმება იგეგმება, თუმცა უკვე გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროში კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრებაზე ფიქრობენ.