დარღვევები ექიმების საქმიანობაში – სამინისტროს გადაწყვეტილება 

21:37, 06.02.2026

დასანქცირებულია 10 ექიმი.

ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილება ფსიქოტროპული წამლების გაცემას უკავშირდება. შედეგად ერთ-ერთ მედიკოსს საექიმო საქმიანობის უფლება სამუდამოდ ჩამოერთვეს, რვას შესაბამისი უფლებამოსილება ექვსი თვით შეუჩერდა, ერთმა კი წერილობითი გაფრთხილება მიიღო. საბჭოს ინფორმაციით, ექიმები ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ჭარბი დოზებით და შესაბამისი დასაბუთების გარეშე გასცემდნენ. არ კონკრეტდება, რომელ კლინიკებში მუშაობენ სანქცირებული მედიკოსები. არ არის გამორიცხული, რომ მათი საქმეებით გამოძიებაც დაინტერესდეს. ჯანდაცვის სამინისტრომ შესაბამისი მასალები საგამოძიებო უწყებას გადაუგზავნა.

მსგავსი