დარღვეული საჰაერო სივრცე - მოლაპარაკებები ერგნეთში 

რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგი თავგასული პროვოკაცია.

რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის მიმდინარეობის დროს დაარღვია. სუს-ის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურდა ევროკავშირის ცხელი ხაზი, საკითხი ერგნეთის მიმდინარე შეხვედრაზეც დაისვა. შეხვედრაზე ძირითადად საქართველოს მოქალაქეების გატაცების შემთხვევებს და ბორდერიზაციის განახლებულ პროცესს განიხილავდნენ.