დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყო

12:11, 03.07.2019

თბილისის მერიამ დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყო.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოები 16 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მასზე 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. პროექტის მიხედვით მოწესრიგდება ეზო, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ერეკლე მეფის აბანოსა და გალავანს.

თბილისის მერის თქმით, განახლებული სასახლე ამ არეალს კიდევ უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს გახდის.

მსგავსი