დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია

პირვანდელ იერსახეს იბრუნებს კიდევ ერთი ისტორიული ძეგლი.

დარეჯანის სასახლის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. სრულად უნდა აღდგეს სამონასტრო კომპლექსი, ასევე უნდა გამაგრდეს გალავანი, რომელიც სპეციალისტებს ყველაზე მძიმე მდგომარეობაში დახვდათ.

დაგეგმილია ერეკლე მეფის აბანოს და კარის ეკლესიის მხატვრობის აღდგენაც.