დარბეული აქცია და 14 დაღუპული

სუდანის დედაქალაქში განვითარებულმა მოვლენებმა საერთაშორისო საზოგადოება შეძრა. სამხედრო გადატრიალების შემდეგ დამყარებული სამხედრო მმართველობის გასაპროტესტებლად ქუჩაში გასული მოქალაქეების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს. არის მსხვერპლი, დაშავდა ათეულობით ადამიანი.

მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში მოსახლეობა სამართალდამცავებს ადანაშაულებს. მჯდომარე აქციის მონაწილეებზე თავდასხმას ქვეყნის ფარგლებს გარეთ უმწვავესი რეაქციები მოჰყვა.

ძალის გამოყენების მიუხედავად, სამხედრო მმართველობით, იგივე გარდამავალი ხელისუფლებით უკმაყოფილო დემონსტრანტები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.