„დარბაზი“ - სტუდენტურ საზოგადოებრივი თოქ-შოუ

„დარბაზი“ – ასე ჰქვია სტუდენტურ საზოგადოებრივ თოქ-შოუს, რომელიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მედიასკოლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა, პროფესორ თათია პაჭკორიას ხელმძღვანელობით, საკუთარი ძალებით მოამზადეს.

თოქ-შოუ გრუნის მულტიმედია-ცენტრისა და სატელევიზიო სახელოსნოს ფარგლებში გაიმართა. მთავარი თემა – ნარკომანია და ქართული ნარკოსცენა იყო. პროექტის მიზანია, ახალი თაობის ხმა, სახიფათო სოციალური მოვლენების შესახებ, ყველა მედიაპლატფორმაზე ისმოდეს. „დარბაზი“ – გრუნის მულტიმედია-ცენტრის რიგით მეორე პროექტია, რომელიც საუნივერსიტეტო სივრცეში უპრეცედენტოა.