დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებს შორის

12:07, 21.08.2026

ურთიერთბრალდებები „ნაციონალური მოძრობის“ ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის გრძელდება. ვინ და ვისი თანხა დახარჯა და აწარმოა საარჩევნო კამპანია, ვინ გაძარცვა ტელევიზიები და ვის ესვრიან დაუმსახურებელ ტალახს – „ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერები ერთმანეთს სოციალურ ქსელში ისევ უპირისპირდებიან – ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების საბაბად, ამჯერად, ნიკა გილაურის მიერ წინასაარჩევნოდ 40 მილიონიანი დაფინანსების ბრალდება იქცა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ბრალდებას გვარამიამ კონტრბრალდებით უპასუხა და მისი წევრების მილიონიანი გარიგებები შეახსენა, ანა წითლიძემ კი თავის მხრივ პარტია „ახლების“ ლიდერი „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში დაადანაშაულა.

მსგავსი