დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებს შორის

15:04, 18.10.2026

ლოკაცია ბალტიისპირეთი, შეხვედრა – გასაიდუმლოებული: ოპოზიცია, სავარაუდოდ, მორიგი მითითებების მისაღებად ისევ უცხოელ ექსპერტებს შეხვდა – ინფორმაციას ამის შესახებ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს და იმასაც ამტკიცებს, რომ შეხვედრაზე ამერიკელმა ექსპერტებმა ოპოზიციის ლიდერებს სააკაშვილის გარშემო გაერთიანება ურჩიეს, რადგან ეს მათი ერთადერთი შანსია. სააკაშვილი წერს: „მე კი სრულიად გახსნილი ვარ, მაგრამ მთელი ეს წლები ყველა ეს პარტია საპირისპიროდ მოძრაობს. ამიტომ ვართ იქ, სადაც ვართ და ხელში გვიჭირავს ის, რაც გვიჭირავს“. ექსპრეზიდენტის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ოპოზიციურ ფლანგზე მორიგი დაპირისპირების საბაბი გახდა. სააკაშვილს ტყუილში ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ადანაშაულებს და მას ცრუ ბელადს უწოდებს. „მსგავსი ბოდვა, რომ ოპოზიცია სააკაშვილთან უნდა გაერთიანდეს, არასოდეს არცერთ პარტნიორს არ უკადრია. თუ შემორჩნენ ისეთები, ვისაც მიშაზე გული წყდება, ეს პოსტი დაეხმარება გამოფხიზლებაში და იმის გაცნობიერებაში, რომ სააკაშვილთან პარტნიორობა შეუძლებელია“, – წერს ფედერალისტების ლიდერი. ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა ბალტიისპირეთში დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაადასტურეს.

მსგავსი