დაპირისპირება ვენესუელაში

15:29, 12.02.2018

ვენესუელის სამხრეთ ნაწილში სამხედროებსა და არალეგალ მაღაროელებს შორის შეტაკებისას 18 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი აქვეყნებს.

როგორც ბოლივარის შტატის გუბერნატორმა განაცხადა, სამხედრო დანაყოფმა თავდასხმა მოიგერია. ადგილობრივ ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ გაუსაჯაროებია.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, შეტაკება გაიანას საზღვართან მდებარე იმ რაიონში მოხდა, სადაც ოქროსა და ალმასს მოიპოვებენ. მიმდინარე წელს პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ აღნიშნული ტერიტორია სტრატეგიული პრიორიტეტის ზონად გამოაცხადა და ასობით არალეგალ მაღაროელს ომი გამოუცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებისას დაღუპულთა შორის 17 მამაკაცი და ერთი ქალია.

მსგავსი