დაპირისპირება ვაშინგტონში

დაპირისპირება მოხდა ვაშინგტონში გამართულ აქციაზე დონალდ ტრამპის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. ინფორმაციას „ფოქსნიუსი“ ავრცელებს. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, დაკავებულია სულ მცირე ექვსი დემონსტრანტი. დაპირისპირების დროს დაშავდა ერთი პოლიციელი. ვაშინგტონში შეკრებილი დემონსტრანტები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, რომლის თანახმადაც, გამარჯვება ჯო ბაიდენმა მოიპოვა. ტრამპის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ არჩევნები გაყალბდა.