დაპირისპირება უმრავლესობაში

პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

ირაკლი კობახიძე გუნდში არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება. სპიკერის შეფასებით არსებობს პრობლემების მოგვარების მარტივი გზა. ყველა საკითხზე კი დეპუტატები მომავალ კვირას უმრავლესობის შეხვედრაზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, ეს შეხვედრა დღეს უნდა გამართულიყო თუმცა გადაიდო. პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს აღარ უსაუბრია კონკრეტული დეპუტატების განცხადებებზე.

თემის დეტალებით შორენა ხვიჩია გვერთვება პირდაპირ ეთერში.