დაპირისპირება ტურინში

ტურინში, სოციალური ცენტრის გამოსახლებისა და დახურვის წინააღმდეგ გამართული აქცია დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. იტალიური მედიის თანახმად, ტურინში დაახლოებით 20 ათასი დემონსტრანტი შეიკრიბა, მათ შორის პალესტინის მომხრე მომიტინგეები და ძალადობრივი ჯგუფი, რომლის რიცხვი, სავარაუდოდ, 600-დან 700-მდე ადამიანს შეადგენდა. ათასზე მეტი პოლიციელის განლაგების მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა პოლიციის ერთი სატვირთო მანქანა დაწვეს, მეორე – დააზიანეს. დემონსტრანტები პოლიციას ქვებს, სხვადასხვა ნივთებს და ფეიერვერკებს ესროდნენ. მათ საპასუხოდ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 100-ზე მეტი პოლიციელი. ერთ-ერთი მათგანი თორმეტმა ნიღბიანმა მომიტინგემ ალყაში მოაქცია, სცემა და ჩაქუჩი ჩაარტყა. დაშვებული პოლიციელები მოგვიანებით იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ მოინახულა.