დაპირისპირება თბილისის გენგეგმის განხილვაზე

ხმაური თბილისის გენგეგმის განხილვაზე. ერთმანეთს ოპოზიციისა და თბილისის მერის წარმომადგნელები დაუპირისპირდნენ. ოპონენტებმა კახა კალაძე და მისი მთავრობის წარმომადგენლები, კომუნიკაციის ნაკლებობაში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ გენერალური გეგმა უკვე მიღებულია და მიმდინარე პროცესი მხოლოდ ფორმალობაა.  ბრალდებებს პოლიტიკურ სპეკულაციებს უწოდებენ მერიაში.

აღნიშნული შეხვედრის დაწყებამდე, კახა კალაძემ ლევან ხაბეიშვილის ბრალდებას უპასუხა. საუბარია საკრებულოს ნაცმოძრაობის წევრის მიერ დედაქალაქის მერის დადანაშაულებას საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე. ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ლუქსემბურგი-მილანი-ვარშავას ვიზიტზე, 14 ათასი ლარი დაიხარჯა. მისივე მტკიცებით, კალაძეს მილანში ოფიციალური შეხვედრები არ გაუმართავს.