დაპირისპირება სოფელ კახათში

ხმაური იყო სოფელ კახათში, საარჩევნო უბანზე, სადაც „რუსთავი ორის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ერთ-ერთ პირს დაუპირისპირდა. ქალი ამბობს, რომ ნიკა გვარამიამ მას პირადი ნივთები და აკრედიტაცია წაართვა. გვარამიას თქმით, აღნიშნული პირი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია.

„რუსთავი ორის“ გენერალურმა მდივანმა ტერიტორია მას შემდეგ დატოვა, რაც დაპირისპირებაში კახათში მცხოვრები მამაკაცები ჩაერთნენ.