დაპირისპირება შაქშაქეთის საგუშგოსთან

ხმაური იყო შაქშაქეთის საგუშაგოსთან. კამათი და დაპირისპირება მოძრაობა „ძალა ერთობაშიას წევრებსა და ადგილობრივების ნაწილს შორის მოხდა. მოსახლეობის განცხადებით, მოძრაობის წარმომადგენლების აქტიურობა საოკუპაციო ზოლთან პროვოკაციების წინაპირობას ჰქმნის და ვითარებას ძაბავს. მათი მოთხოვნაა, პერიმეტრი მხოლოდ სამართალდამცველებმა გააკონტროლონ. ინციდენტი პოლიციამ განმუხტა. ვიდეომასალა სააგენტო „კვირამ“ გადაიღო.