დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის

რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტის რეზიდენციაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა. მომხდართან დაკავშირებით, განმარტება დღეს დეკანოზმა თეიმურაზ თათარაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, დაპირისპირება მასსა და მეუფე სვიმეონის მძღოლს შორის მოხდა, იყო ფიზიკური დაპირისპირებაც, თუმცა დეკანოზის განმარტებით, სიტუაცია მეუფე იობმა მალევე დაასტაბილურა. დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი მომხდარს გაუგებრობას უწოდებს. მისი თქმით, კონფლიქტი ამოწურულია და ჩივილს არ აპირებს.