დაპირისპირება სამტრედიის საკრებულოში 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ღანირის მცხოვრები, მაია ფრანგიშვილი საკრებულოს წევრს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

მოქალაქე ამბობს, რომ შემთხვევა გუშინ საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში მოხდა, როცა ღანირის მაჟორიტარს მუშაობა დაუწუნა, ამას კი სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ფრანგიშვილი ირწმუნება, რომ დეპუტატმა მას სცემა, თუმცა ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება.

სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, ბადრი შენგელია და საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია ფიზიკურ დაპირისპირებას კატეგორიულად გამორიცხავენ და ამბობენ, რომ კაბინეტში ადგილი ქონდა კამათს დაპირისპირების და განმუხტვას საკრებულოს თავმჯდომარე შეეცადა.

მომხდარზე გამოძიება 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. პოლიციამ უკვე გამოკითხა საკრებულოს თავმჯდომარე, სოფელ ღანირის მაჟორიტარის დაკითხვა კი ამ წუთებში მიმდინარეობს.