დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან

9 აპრილის მემორიალთან იმყოფებიან საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების მშობლები და მსჯავრდებულების ოჯახის წევრები. ფოტოებით ხელში, ისინი 9 აპრილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიას იკავებენ და აცხადებენ, რომ მემორიალთან მისვლის უფლება მმართველი პარტიის წარმომადგენლებს არ აქვთ. განმარტავენ, რომ მემორიალს დაიცავენ და მიმსვლელებს გააკონტროლებენ. პარალელურად, სიტყვიერი დაპირისპირება იყო 9 აპრილის ერთ-ერთ მონაწილესა და აქციების დროს დაკავებული პირების მშობლებსა და მათ მხარდამჭერებს შორის. ისინი 9 აპრილის მონაწილეს ეუბნებოდნენ, რომ კონკრეტული მედიასაშუალებებისთვის, მათ შორის პირველი არხის, იმედისა და რუსთავი ორისთვის სატელევიზიო კომენტარი არ მიეცათ.