დაპირისპირება ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარიმართა აქცია ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან. ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. „ქართული ოცნების“ წევრებმა და მხარდამჭერებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს კვერცხები და ცოცხები ესროლეს. მოგვიანებით კი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ოფისში ჩაკეტეს.

შესასვლელ კარს აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ბოქლომი დაადო. „ქართული ოცნების“ წევრებმა ამ ფორმით ოპოზიციის მიერ მმართველი პარტიის ოფისზე ბოქლომის დადება გააპროტესტეს. ადგილზე  მობილიზებული იყო  პოლიცია.