დაპირისპირება პარლამენტის შენობასთან

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერებსა და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც ადგილიდან ჟურნალისტი იუწყება, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც სპორტის სასახლეში „პატრიოტთა ალიანსის“ შეკრების შემდეგ პარტიის მხარდამჭერები და ბეჟან გუნავა პარლამენტთან მივიდნენ და უნდოდათ, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორები ტერიტორიიდან გაეყვანათ, რათა აქცია თავად გაემართათ. მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.

დაკავებულია ოთხი ადამიანი, შორის არის ბეჟან გუნავაც.