დაპირისპირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე

კამათი საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. ერთმანეთს ირაკლი კობახიძე და რომან გოცირიძე დაუპირისპირდნენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მმართველი გუნდი პარტიის უკანონო დაფინანსებაში დაადანაშაულა და „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები და გავრცელებული ჩანაწერები მაგალითად მოიყვანა.

რომან გოცირიძის პოზიციით, გამოძიება არა მარტო ყოფილი მაღალჩინოსნების საქმით უნდა დაინტერესდეს, არამედ შესწავლის საგანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო ფონდის განკარგვის საკითხიც უნდა გახდეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებულ საქმეში სიმართლით ყველაზე მეტად პარტია „ქართული ოცნება“არის დაინტერესებული. პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკურ ბრალდებასაც უპასუხა და ფარული ჩანაწერებით მანიპულირების მცდელობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა.