დაპირისპირება პანკისის ხეობაში

პანკისში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაწყებული აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოსახლეობამ მშენებლობის შეჩერება სცადა და სამართალდამცველების მისამართით ქვების და ხელჯოხების სროლა დაიწყო, რის გამოც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი აირი გამოიყენა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. მათ აქციის მონაწილეებს საშუალება არ მისცეს, მძიმე ტექნიკამდე მისულიყვნენ, რომელიც ჰესის მშენებლობისთვის არის განთავსებული.

დაპირისპირება დაახლოებით ორი საათის წინ დაიწყო. დაშავებულია სამი ადამიანი. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომელიც ადგილზე იმყოფება, მოუწოდა მოსახლეობას და უხუცესებს, რომ მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ.

ამ წუთებში მშენებლობის პროცესი არ მიმდინარეობს. პანკისში ვითარებას სამართალდამცველები აკონტროლებენ.

დატოვე კომენტარი