დაპირისპირება ოპოზიციურ პარტიებს შორის

ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობას პარტია „გირჩი“ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ აკისრებს. იაგო ხვიჩიას თქმით, გაუგებარია, რატომ არ მიიღეს ოპოზიციური პარტიების წევრებმა მათი წინადადება, იმის თაობაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ერთგვარი პლებისციტით განიხილონ. ხვიჩიას თქმით, ამ წინადადებას „გირჩი“ ფასილიტატორებთან მოლაპარაკებების დროს დააყენებს. რაც შეეხება პრალამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხს, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პარლამენტში „გირჩი“ შევა იმ შემთხვევაში, თუ იქ სხვა არჩეული დეპუტატებიც იქნებიან.