დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში
პირველი საჯარო კონფლიქტი თუ სისტემური კრიზისის ნიშანი – ახალ ოპოზიციურ ალიანსში პირველი დაპირისპირების ნიშნები იკვეთება.
პოლიტიკური ერთიანობის გამოცდას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი და ასევე, „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი გადიან, რომლებიც ერთმანეთს სოციალურ ქსელში დაუპირისპირდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს, სადაც პარტია ემიჯნება ნებისმიერ თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე და მოუწოდებს ყველა წევრსა და მხარდამჭერს, დაიცვან შეთანხმების წესები.
რა გახდა საჯარო კონფლიქტის მიზეზი და როგორ აპირებს ახალი ალიანსი თანამშრომლობის გაგრძელებას – თემაზე ჩვენი ჟურნალისტი თამუნა წიკლაური მუშაობს.