დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში – შეფასებები

12:12, 16.07.2026

დარჩება თუ არა ოპოზიციური ალიანსის შემადგენლობაში „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ჯერ კვლავ უცნობია. ალიანსის წევრ პოლიტიკურ პარტიებს შორის უთანხმოება იმ ეტაპამდე მივიდა, რომ ხმამაღლა დაიწყეს შემადგენლობის გადატვირთვაზე საუბარი. პარტია „ახალში“ ადასტურებენ, რომ ალიანსში აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა პროცესს ჯანსაღს უწოდებენ და უახლოესს დღეებში ერთობის წევრების შეხვედრას აანონსებენ. დაესწრება თუ არა შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობა“ – უცნობია, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, მათი პარტია ერთობის მომხრეა. განსხვავებული პოზიცია აქვთ პარტია „ლელოში“. „ლელოს“ თქმით, ისინი ამ ერთობის რიგებში თავს ვერც აქამდე ხედავდნენ, გადაწყვეტილების სისწორეში კი, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა პარტია კიდევ ერთხელ დაარწმუნა.

მმართველი გუნდის შეფასებით, ალიანსში გაწევრიანებული პარტიები ცდილობენ, რომ უცხოელი პარტნიორების მხრიდან აღიარება და დაფინანსება მოიპოვონ.

მსგავსი